შემოგვიერთდი Facebook-ზე


RSS
 

არა-მათხოვარი(ნამდვილი ამბავი)

03 Mar

იჯდა ეულად..თავჩაღუნული

აფარებული ხელით თვალებზე…

ხელში ეჭირა ნაგლეჯი ფურცლის

თავს უფრო ხრიდა ყოველ გამვლელზე..

სიცოცხლის ფასად უღირდა ჯდომა

გაუბედავად ითხოვდა ხურდას

ხელს ხან იშვერდა,ხან დამალავდა

რომ გასკდომოდა მიწა მას სურდა..

თავი წამითაც არ აღუმართავს..

ჩუმად ტიროდა,ფარულად თრთოდა..

ხელში ქაღალდი ეჭირა მხოლოდ

და მოწყალებას გამვლელებს გვთხოვდა..

ხმას არ იღებდა,სირცხვილი კლავდა,

გამვლელის მზერას იბყრობდა :სევდით,

ნაფლეთი ფურცლით,ჩახრილი თავით,

უთქმელი დარდით,გამშრალი ცრემლით..

მარცხენა ხელის მთრთოლვარე გულზე

ბინძური ფულის კვალი მოჩანდა,

მზერა შეჩერდა მის მარჯვენაზე,

სადაც ფურცელი თავად მოთქვამდა..

ეწერა ფრაზა (ცოტათი მკრთალად)

რომელიც გულით ვეღარ ატარა..

გემუდარებით თქვენ,დამეხმარეთ!

გადამირჩინეთ ჩემი პატარა..

 

 

ნუ მთხოვ გავიზარდო..

03 Mar

ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..

ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..

ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები

ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..

ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,

ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,

ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,

მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..

ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში

ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,

მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა

თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..

ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,

თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,

არ მინდა..გეყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,

ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..

სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,

ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..

მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,

ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია..

 

მომენატრე..

03 Mar

გულს ჩამოაწვა შავი ნისლი-ნიშნად გლოვისა,

თვალს დასდენია ნაზი ცრემლი-მსგავსი ბროლისა,

გულმა შეიგრძნო უშენობა-ძლიერ დაღონდა,

ეულად ყოფნას,განშორებას თითქოს დარდობდა..

ცა მოიღრუბლა,უშენობას ძლიერ განიცდის,

ჩვენი ვარსკვლავი აკაშკაშდა-ალბათ კვლავ გიცდის..

ზეცა ატირდა,მთვარე ჩაქრა,რისი ბრალია?

ალბათ იგრძნეს რომ მომენატრე ასე ძალიან..

 

უსათაურო

02 Mar

მე თქვენ არ გიცნობთ,გამარჯობა,სიკვდილის ღმერთო
თქვენ მე გამიცნობთ სიკვდილისას,თქვენ ერთადერთო
აქვე ყოფილხართ,გარიჟრაჟზე მომლოდინე ვარსკვლავი დილის
მე კი მზიან დღეს გიგულებდით სიცოცხლის ხსნისთვის
აჰა,ხომ ხედავ რა შორსა ვართ მე და შენ თითქოს
სურვილი არ გაქვს დავახლოვდეთ,მე ასე ვფიქრობ
მაგრამ სადამდე?პასუხს ველი იცოდე შენგან!
რატომ დამტოვე წუთისოფლის ამაო მტერთან?
ახლა და მხოლოდ ახლა მეთქი!გიბრძანებ კიდეც
მატარო უთელ ბილიკებით,წინდაწინ ვვლიდე
მერე კი როცა დამთავრდება ოცნების ბაღი
შენ მომეგებო,მიმითვისო,გამიღო კარი
ოცნება,როგორც გულუბრყვილო,თავნება ბავშვი
გამომლევია!სხვა გზა აღარ დაგრჩება მაშინ!
ხოდა,რას ელი,მიმოფანტე კოშკები,ხალხი!
ჟამი დადგება,დაველოდები, მოისურვო დავბრუნდე სახლში.

 

გავა დრო

02 Mar

გავა დრო და მოვიგონებ, შეშლილ ახალგაზრდობას,

გადარეულ და აბნეულ გულის თქმათა აყოლას,

მეგობრებთან ერთად თოვლში და ქარებში ბალღობას,

მოვიგონებ, როცა უკვე აღარავინ არ მოვა…

როგორ გვძენდა გამომწვევი შემოხედვა ფორიაქს,

და რომ დარდებს მტკვართან ერთად, ვაყოლებდით თოლიას.

განცდებისგან გადაღლილნი ერთურთს ვბერტყდით თოვლიანს,

როგორ ვსვამდით სხვების ჩუმად ღამ-ღამობით კონიაკს.

ყველას ერთად რომ გვინდოდა ცის კარების დალაშქვრა,

ჟინი გვქონდა შეგვძლებოდა იქ ღმერთების დანახვა,

როგორ გვსურდა ყველას ერთად ზღვები გადაგველახა,

ერთ ნაპირზე შევხვედროდით, კვლავ ერთურთი გვენახა.

ვიჯექით და ვბაასობდით ცხოვრებაში თუ რა გველის,

ამდენი სჯა-ბაასებით ჩაგვეხლიჩა ყველას ყელი.

გავიხსენებ როგორ ყველამ ჩავიქნიეთ ერთად ხელი,

რადგან მივხვდით ამაოა ცხოვრებაში ყველაფერი.

გავა დრო და მოვიგონებ შეშლილ ახალგაზრდობას…

მოვიგონებ როცა უკვე აღარავინ არ მოვა…

 

ხატია ტუქსენი

 

წელიწადები წავლიან ძველნი…

02 Mar

დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,

და ყვავილების არის მრავლობა.

ჩემთვის დღესავით არის ნათელი,

რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,

შეიცვლებიან ქარით სიონი,

როგორც ერთია ქვეყანა მთელი,

ისე ერთია გალაკტიონი.

 

02 Mar

ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
წავიდეთ ტბის პირას ქოხი მაქვს დაწნული,
ბარათით ვაუწყოთ გაპარვა დედაშენს :
,,ტყის პრინცზე გათხოვდა დე შენი ქალწული“.
დღეები გავლიოთ კოცნით და ალერსით
ჩემს სხეულს ჩაგაცმევ, სიო ჰქრის მაისის,
შენს გულის სიღრმეში შემოვალ ამ ლექსით
დრო არის ვარსკვლავთა ცქერის და ჩაის სმის.
მზეს აღარ დაასწრო ყოველდღე ადგომა
ნუ ჩრდილავ, ხანდახან აცადე ანათოს
ბუნება ყოველდღე ზეიმობს აღდგომას
სადაც შენ ფეხს ადგამ იმ ადგილს არ ათოვს.
საწოლის მაგივრად ღრუბლებზე ვიძინოთ
ჩვენ ორნი ვიქნებით ჯადოსნურ ღამეში
და პირველ კოცნაზე დილამდე ვიცინოთ
ჰო შევცდი იმ ღამეს არ უნდა გამეშვი…
ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა!
ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს :
,,დე მალე ჩამოდი ტყუპები მეყოლა“.

საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა!

 

იცი? საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე

02 Mar

იცი? საყვარელო გიჟი ვარ  სიკვდილამდე
ხანდახან ცხოვრებისგან დაღლილი,დაზაფრული,
რითმები მიქრებიან,მუზები მღალატობენ
და უკვე აღარ მიყვარს შემდეგი გაზაფხული.
ყოველი ნაბიჯები საშიში დილემაა
ტირადას ვეცლები საშიში პათოსით დანისლულს
ფერგაცლილ ნახატებს პლუშიდან ვაუქმებ
და მერე დარდი გამიყოლებს ამაოდ გამიზნულს.
იცი?საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე
მაგრამ ეს ლექსები ჩემზე ჭკვიანია,
გვიან დაგიწერე,გვიან შეგიყვარე
ჩემო არსებობა უფრო გვიანია.

ნ.კვესელავა

 

ჩვენ

02 Mar

გაგვახვევს ოპიუმი,ჯადოსნურ კვამლში
მოგეფერები შეშლილი სახით და ტუჩებს
მოგადებ ბეჭზე,ჩვენ გავფრინდებით ცაში
და გადმოვხედავთ,მაღლიდან ქუჩებს

ჩვენ გავფრინდებით ცაში
და მოვიპარავთ მთვარეს
მას გადავმალავთ სახლში
რომ გვინათებდეს ფანჯრებს

ჩვენ მივუსხდებით ბუხარს
და გავიშიშვლებთ მკერდს
მე შენ გაგიშლი სუფრას
მე შენ მოგიძღვნი ლექსს

მე შენ გაჩუქებ ბალახს
და ის გაცინებს ბევრს
მე მოგაწოდებ თაბახს
და შენ მომიძღვნი ტემპს

 

როგორ ეს ლექსი გულმა დათოვა, ამ გულით მინდა გითხრა მადლობა

02 Mar

ავრჩები შენთვის მუდამ პატარა, თუმც შეგპარვია თმაში ჭაღარა
რთადერთი ხარ ვინც მე მატარა, გაბერილ მუცლით ცხრა თვე პატარა
აბადებიდან მე შემასწავლა ენა ქართული, ტკბილი, ნარნარა
მაგს ვეცდები, რომ დაგიფასო ჩემო ლამაზო დედა – მანანა
ე მახსენდება ის სათნო სახე, თბილი ხელები, ლამაზი ბაგე
სწავლე შვილო, ბევრიც იწვალე, ოფლი დაღვარე ჩვენც გაგვახარე
ვავილს უსუნოს ვარდთან თუ დადებ, ვარდის სურნელი აუვა მასაც
ერას ნუ იტყვი ცხოვრების გზაზე, კოჭლიც მიილტვის ციცაბო მთაზე
მ დარიგებით ბევრი მასწავლე, ბოროტების გზა ჩემგან დამალე
ოცა დამტოვებ სტუმრების გზაზე, ჩემი იქნები კომპასი ცაზე
ატებთან ჩამქრალ მოწყენილ სანთლებს, მოეფერები და შესძენ ნათელს
მ სულში თუ რამ სითბო ანთია, შენით ანთია, შენი ღვაწლია
ოგორც ეს ლექსი გულმა დათოვა, ამ გულით მინდა გითხრა მადლობა

 
 
34/0.232 ?php the_title_attribute(); ?/div title= title=/div title=