leqsebi logo
RSS
 

Archive for the ‘Uncategorized’ Category

წამოსვლა. მიკროპოემა

06 Sep

ბზობა I

პატარა ქოხი გვქონდა. ღელესთან ახლო და ხის
ლაფარო. რომლის სუნი მუდამ ჟრუანტელს მგვრიდა,
უფროსი ძმები მუდამ მთაში დენიდნენ ნახირს
და ალიონთან ერთად ჩამოდიოდნენ მთიდან.
(ახლოვდებოდა ბზობა) ვმხიარულობდით რარიგ
მთელი ოჯახი. (თითქმის) მურა დარბოდა იქვე,
მხოლოდ და მხოლოდ მამა არღვევდა ჩვეულ განრიგს
და ჩამოფხატულ ქუდში სიზმრებს იჭერდა ხისქვეშ.

ბზობა II

პატარა ქოხი გვქონდა. ღელესთან ახლო და ხის
ლაფარო. ლაფაროსთან საბელს მიბმული ცხენი, Read the rest of this entry »