მე თქვენ არ გიცნობთ,გამარჯობა,სიკვდილის ღმერთო
თქვენ მე გამიცნობთ სიკვდილისას,თქვენ ერთადერთო
აქვე ყოფილხართ,გარიჟრაჟზე მომლოდინე ვარსკვლავი დილის
მე კი მზიან დღეს გიგულებდით სიცოცხლის ხსნისთვის
აჰა,ხომ ხედავ რა შორსა ვართ მე და შენ თითქოს
სურვილი არ გაქვს დავახლოვდეთ,მე ასე ვფიქრობ
მაგრამ სადამდე?პასუხს ველი იცოდე შენგან!
რატომ დამტოვე წუთისოფლის ამაო მტერთან?
ახლა და მხოლოდ ახლა მეთქი!გიბრძანებ კიდეც
მატარო უთელ ბილიკებით,წინდაწინ ვვლიდე
მერე კი როცა დამთავრდება ოცნების ბაღი
შენ მომეგებო,მიმითვისო,გამიღო კარი
ოცნება,როგორც გულუბრყვილო,თავნება ბავშვი
გამომლევია!სხვა გზა აღარ დაგრჩება მაშინ!
ხოდა,რას ელი,მიმოფანტე კოშკები,ხალხი!
ჟამი დადგება,დაველოდები, მოისურვო დავბრუნდე სახლში.
უცნობი პოეტის ლექსები
უსათაურო
გავა დრო
გავა დრო და მოვიგონებ, შეშლილ ახალგაზრდობას,
გადარეულ და აბნეულ გულის თქმათა აყოლას,
მეგობრებთან ერთად თოვლში და ქარებში ბალღობას,
მოვიგონებ, როცა უკვე აღარავინ არ მოვა…
როგორ გვძენდა გამომწვევი შემოხედვა ფორიაქს,
და რომ დარდებს მტკვართან ერთად, ვაყოლებდით თოლიას.
განცდებისგან გადაღლილნი ერთურთს ვბერტყდით თოვლიანს,
როგორ ვსვამდით სხვების ჩუმად ღამ-ღამობით კონიაკს.
ყველას ერთად რომ გვინდოდა ცის კარების დალაშქვრა,
ჟინი გვქონდა შეგვძლებოდა იქ ღმერთების დანახვა,
როგორ გვსურდა ყველას ერთად ზღვები გადაგველახა,
ერთ ნაპირზე შევხვედროდით, კვლავ ერთურთი გვენახა.
ვიჯექით და ვბაასობდით ცხოვრებაში თუ რა გველის,
ამდენი სჯა-ბაასებით ჩაგვეხლიჩა ყველას ყელი.
გავიხსენებ როგორ ყველამ ჩავიქნიეთ ერთად ხელი,
რადგან მივხვდით ამაოა ცხოვრებაში ყველაფერი.
გავა დრო და მოვიგონებ შეშლილ ახალგაზრდობას…
მოვიგონებ როცა უკვე აღარავინ არ მოვა…
ხატია ტუქსენი
წელიწადები წავლიან ძველნი…
…
ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
წავიდეთ ტბის პირას ქოხი მაქვს დაწნული,
ბარათით ვაუწყოთ გაპარვა დედაშენს :
,,ტყის პრინცზე გათხოვდა დე შენი ქალწული“.
დღეები გავლიოთ კოცნით და ალერსით
ჩემს სხეულს ჩაგაცმევ, სიო ჰქრის მაისის,
შენს გულის სიღრმეში შემოვალ ამ ლექსით
დრო არის ვარსკვლავთა ცქერის და ჩაის სმის.
მზეს აღარ დაასწრო ყოველდღე ადგომა
ნუ ჩრდილავ, ხანდახან აცადე ანათოს
ბუნება ყოველდღე ზეიმობს აღდგომას
სადაც შენ ფეხს ადგამ იმ ადგილს არ ათოვს.
საწოლის მაგივრად ღრუბლებზე ვიძინოთ
ჩვენ ორნი ვიქნებით ჯადოსნურ ღამეში
და პირველ კოცნაზე დილამდე ვიცინოთ
ჰო შევცდი იმ ღამეს არ უნდა გამეშვი…
ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა!
ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს :
,,დე მალე ჩამოდი ტყუპები მეყოლა“.
საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა!
იცი? საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე
იცი? საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე
ხანდახან ცხოვრებისგან დაღლილი,დაზაფრული,
რითმები მიქრებიან,მუზები მღალატობენ
და უკვე აღარ მიყვარს შემდეგი გაზაფხული.
ყოველი ნაბიჯები საშიში დილემაა
ტირადას ვეცლები საშიში პათოსით დანისლულს
ფერგაცლილ ნახატებს პლუშიდან ვაუქმებ
და მერე დარდი გამიყოლებს ამაოდ გამიზნულს.
იცი?საყვარელო გიჟი ვარ სიკვდილამდე
მაგრამ ეს ლექსები ჩემზე ჭკვიანია,
გვიან დაგიწერე,გვიან შეგიყვარე
ჩემო არსებობა უფრო გვიანია.
ნ.კვესელავა
ჩვენ
გაგვახვევს ოპიუმი,ჯადოსნურ კვამლში
მოგეფერები შეშლილი სახით და ტუჩებს
მოგადებ ბეჭზე,ჩვენ გავფრინდებით ცაში
და გადმოვხედავთ,მაღლიდან ქუჩებს
ჩვენ გავფრინდებით ცაში
და მოვიპარავთ მთვარეს
მას გადავმალავთ სახლში
რომ გვინათებდეს ფანჯრებს
ჩვენ მივუსხდებით ბუხარს
და გავიშიშვლებთ მკერდს
მე შენ გაგიშლი სუფრას
მე შენ მოგიძღვნი ლექსს
მე შენ გაჩუქებ ბალახს
და ის გაცინებს ბევრს
მე მოგაწოდებ თაბახს
და შენ მომიძღვნი ტემპს
შეიძლება შეიცვალოს
რა წარმტაცი ხარ რა დიდებული…
ლაზარეთი
ნესტით გაჟღენთილ კედლების იქით,
მღვრიე ფანჯრებში სჩანან ლანდები,
დაბორიალობს ვიღაცა შიგნით
და სილუეტად შუქზე ლაგდება.
დაბლა იყრება დაფშვნილი კირი,
ყოველთვის,როცა ვინმე ახველებს,
მიჩვეულია ეს სახლი ტირილს
და მითუმეტეს,ჩამოღვრილ ცრემლებს.
მიმქრალ თვალებით რაღაცას სთხოვენ
ზეცას,თუმც მზერას ვერ სწევენ ზევით,
ძლივს უკავია სიცოცხლე ყოველს,
მომწვანო,ჭუჭყისფერი ხელებით.
უწილადებენ ვაშლებს მეზობლებს
და იხსენებენ გარდასულს,ალბათ,
ფრთხილად ჯდებიან სკამზე,ეზოში,
თითქოს ფოთოლი ეცემა დაბლა.
და ყელში ბურთად რაღაც ადგებათ,
ნოსტალგიური,უსიტყვო ფიქრით
… ………………….
მღვრიე ფანჯრებში სჩანან ლანდები,
ნესტით გაჟღენთილ კედლების იქით.
პროსტა მონატრება რაა..
ზოგჯერ სიგარეტის კვამლი მეფერება,
ზოგჯერ ნიავიც კი ნაზად მომედება,
წვიმის წვეთებიც კი ცრემლად მეწვეთება,
მაგარამ ეს არცერთი აღარ მახსენდება
შენი აჩრდილი რომ ჩუმად შემეხება,
შენი თვალები რომ შემომეგებება…
ნეტა კი იცოდე როგორ მენატრება,…
როგორ მენატრება,… როგორ მენატრება….
დილით უაზროდ მომღიმარ სევდას ვეგებები,
მზეში ნათლად მოელვარე სხივებს ვეფერები,
წვიმს და მორაკრაკე წვეთებს ვემალები,
ღამის წყვდიადშიაც ყველგან მელანდები,
ნეტა კი იცოდე როგორ მენატრები,…
როგორ მენატრები,… როგორ მენატრები…