მარტი გავიდა, გათბა დღე,
დარები დგება მზიანი,
მიწა გაფუვდა, ბუჩქებში
ამოჩენილან იანი.
მოფრინდა გვრიტი, შოშია,
ოფოფი სავარცხლიანი;
მწვანედ ბიბინებს მინდორი,
ოლე და ველი ცვრიანი.
ჭუკჭუკებს დილა-საღამოს
ახლად მოსული მწყერია,
თავს ძლივს იმალავს ჯეჯილში
ჭიაღუების მტერია. Read the rest of this entry »