leqsebi logo
RSS
 

Archive for the ‘როინ აბუსელიძე’ Category

შიში

02 Dec

როცა მოვკვდები, როცა გავალ ჩემი თიხიდან,
წამოვა წვიმა, ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები,
შემდეგ საფლავთან ცრემლიანი თავს დამიხრი და
ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვები

საწოლში, სადაც (გაიხსენებ) როგორ გვეძინა
და შიგადაშიგ გიკითხავდი ლექსებს, იგავებს
და საოცარი სიყვარულიც იყო მეტწილად,
რომელიც ერთ დღეს ცრემლებივით ვერ შევიკავეთ.

შენ იტირე და წამოწვიმა ჩემთან მაშინვე,
ასე მინელდა წარსული და ძველი ეჭვები,
მე კი (გახსოვდეს) ამ ბოლო დროს მე ის მაშინებს,
საფლავთან ტირილს ერთ დღესაც რომ გადაეჩვევი. Read the rest of this entry »