leqsebi logo
RSS
 

Archive for the ‘რატი ამაღლობელი’ Category

სეკვენცია

23 Sep

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა?- არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან
დღეებს, რომლებიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისიგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი- ნანი-ნა მინდა. Read the rest of this entry »