შემოგვიერთდი Facebook-ზე


RSS
 

თათა გულიკაშვილი

არა-მათხოვარი(ნამდვილი ამბავი)

03 Mar

იჯდა ეულად..თავჩაღუნული

აფარებული ხელით თვალებზე…

ხელში ეჭირა ნაგლეჯი ფურცლის

თავს უფრო ხრიდა ყოველ გამვლელზე..

სიცოცხლის ფასად უღირდა ჯდომა

გაუბედავად ითხოვდა ხურდას

ხელს ხან იშვერდა,ხან დამალავდა

რომ გასკდომოდა მიწა მას სურდა..

თავი წამითაც არ აღუმართავს..

ჩუმად ტიროდა,ფარულად თრთოდა..

ხელში ქაღალდი ეჭირა მხოლოდ

და მოწყალებას გამვლელებს გვთხოვდა..

ხმას არ იღებდა,სირცხვილი კლავდა,

გამვლელის მზერას იბყრობდა :სევდით,

ნაფლეთი ფურცლით,ჩახრილი თავით,

უთქმელი დარდით,გამშრალი ცრემლით..

მარცხენა ხელის მთრთოლვარე გულზე

ბინძური ფულის კვალი მოჩანდა,

მზერა შეჩერდა მის მარჯვენაზე,

სადაც ფურცელი თავად მოთქვამდა..

ეწერა ფრაზა (ცოტათი მკრთალად)

რომელიც გულით ვეღარ ატარა..

გემუდარებით თქვენ,დამეხმარეთ!

გადამირჩინეთ ჩემი პატარა..

 

 

ნუ მთხოვ გავიზარდო..

03 Mar

ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..

ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..

ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები

ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..

ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,

ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,

ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,

მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..

ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში

ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,

მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა

თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..

ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,

თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,

არ მინდა..გეყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,

ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..

სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,

ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..

მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,

ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია..

 

მომენატრე..

03 Mar

გულს ჩამოაწვა შავი ნისლი-ნიშნად გლოვისა,

თვალს დასდენია ნაზი ცრემლი-მსგავსი ბროლისა,

გულმა შეიგრძნო უშენობა-ძლიერ დაღონდა,

ეულად ყოფნას,განშორებას თითქოს დარდობდა..

ცა მოიღრუბლა,უშენობას ძლიერ განიცდის,

ჩვენი ვარსკვლავი აკაშკაშდა-ალბათ კვლავ გიცდის..

ზეცა ატირდა,მთვარე ჩაქრა,რისი ბრალია?

ალბათ იგრძნეს რომ მომენატრე ასე ძალიან..

 

არა,არ მიყვარს შემოდგომა..

21 Mar
არა,არ მიყვარს ეს შემოდგომა,
არ ვეტრფი ფოთლებს-გამხმარს,დაცვენილს..
გაზაფხულის ჟამს ამობრწყინებულს
მზეს აღარ ვეტრფი უკვე დარცხვენილს..
არ მათბობს,თითქოს ხათრით ანათებს,
არ მანუგეშებს დღე წვიმიანი,
შემოდგომის ჟამს იცით რა მიყვარს?
გამხმარ ფოთლების ბრძოლა..შრიალი..
უკანასკნელი ამოსუნთქვის დროს
არ ნებდებიან,იბრძვიან გუნდად,
იბრძვიან მხოლოდ ერთი მიზნისთვის,
ოხერტიალი სიცოცხლე უნდათ..
მიყვარს ფერადი,მხნე გაზაფხული,
სიცოცხლით სავსე დილა-ცვრიანი,
ყოვლის საწყისი ეს დალოცვილი
აპრილიანი..მაისიანი..
ახლადშობილი მწვანე ბალახი,
ჩიტთა გალობა..ყვავილთა სუნი..
რა ვქნა,ვცოცხლდები მე გაზაფხულზე,
თითქოს ხელახლა მიდგება სული..
 

მომიახლოვდი..

06 Mar

საათის ისრებს მიჰყვება ღამე,
ნელა თენდება-იძინებს მთვარე,
მე ჩუმად ვუსმენ წარმავალ წამებს
და წარსულს ვატან მიმავალ ღამეს..
ფიქრი შეჩერდა-საათიც დუმდა,
თითქოს რაღაცის გაგება მსურდა,
ვინ იცის იქნებ არც თენდებოდა,
ეს დრო,ეს წამი არ ჩერდებოდა…
იქნებ ბოლოჯერ ვუყურებ მთვარეს,
და ვეღარასდროს შევხვდები ღამეს,
ან იქნებ გული სულ სხვას ფიქრობდა,
დრო არ იცდიდა,სადღაც მიჰქროდა,
შიშმა შემიბყრო,გული ათრთოლდა,
უკანასკნელ წამს სულ შენ გნატრობდა..
შენ არ გამოჩნდი (მემალებოდი)
მეკი უზომოდ მენატრებოდი,
ჩუმად მიმზერდი,ნაბიჯს არ დგამდი,
რაღაც საოცარ არსებას ჰგავდი..
მოახლოების სურვილი მკლავდა,
ირგვლივ ბუნება სამოთხეს ჰგავდა,
მინდოდა წამით ჩაგხუტებოდა,
მაგრამ ვიცოდი -გაბრუნდებოდი…
ჯიუტად იდექ,მეკი გნატრობდი,
შენსკენ მოვდივარ-მომიახლოვდი..

 

ერთხელ გამიღიმე..

28 Feb

ღამე გაირინდა,თითქოს გულმა მძლია,
შენთან სიახლოვე მომინდა..
ფერი დაეკარგა ირგვლივ ყოველივეს,
ჩემთან შავი ნისლი მოვიდა..

სახეს მიკოცნიდა ნაზად ცხელი სიო,
მთვარე მიცქეროდა შორიდან,
რაღაც უცნაურად,რაღაც სიგიჟემდე
შენზე ოცნებაც კი მომინდა..

წვიმამ შემამჩნია მონატრების ცრემლი
ალბათ ამიტომაც მოვიდა,
მეკი აღარ ვიცი როგორ დაგივიწყო,
ვიცი მხოლოდ ტკივილს მომიტან..

ისევ დაგავიწყდი?უკვე არ გახსოვარ?
ნუთუ მარტოობა მოვიდა..
უკვე აღარ ვითხოვ შენგან აღარაფერს,
ერთხელ გამიღიმე შორიდან..

(ავტორი:თათა გულიკაშვილი)

 

დაბადება..

26 Feb

აი დაიწყო ჩემი სიცოცხლე,
მაგრამ არავინ იცის ამაზე,
დედიკო! დიდხანს..დიდხანს იცოცხლე,
უკვე ვოცნებობ შენთან თამაშზე..

ისიც ვიცი რომ მე გოგონა ვარ,
მეც მაქვს თითები,მეცა მაქვს თმები,
ვიცი ჯერ ციცქნა,სულ პატარა ვარ,
ჩემი დედიკოს სითბოთი ვთბები..

აი ვიგრძენი ჩემი გულის ხმა,
სულ ცოტახანში მე შევძლებ სიცილს,
მეცოდინება მეც ლექსების თქმა
და სიხარულით დავიწყებ ტიტინს..

დღეს დედიკომაც გაიგო ჩემზე,
ავამოძრავე უკვე ხელები
რომ გავიზრდები მას ლამაზ თმებზე
ნაზად და თბილად მოვეფერები..

ბედნიერია ალბათ მამიკოც,
ფიქრობს სახელი რა შემირჩიოს,
ჯანმრთელი თუ ვარ ცდილობს გაიგოს,
ღელავს და ცდილობს არ შეიმჩნიოს..

უკვე თვალების ვიცი გახელა,
სულ ცოტა ხანში მზის შუქსაც ვნახავ,
ნეტა რა გრძნობა დამებადება
ლამაზ ყვავილებს რომ დავინახავ..

ნეტა თუ ესმით ეს გულის ძგერა,
უკვე ორივეს ვუყვარვარ ნეტა?
როცა ვისწავლი წარმოვთქვა ბგერა,
პირველი სიტყვა იქნება “დედა” ..

(ავტორი :თათა გულიკაშვილი)

 

ცხოვრება ღირდა..

25 Feb

ნიავი მორცხვად არწევდა ფიქრებს,
დღეს რა საოცრად ლამაზად წვიმდა..
წვიმის წვეთები გაყინულ თითებს
წარსულის ნარჩენ ხსოვნას აცლიდა..

ბაგე ყვიროდა სევდიან მითებს,
ირგვლივ სიცოცხლის ჟინი გაღვივდა,
ეს მელოდია გულში ცეცხლს მინთებს,
საოცარია…სიცოცხლე მინდა..

ცა რომ გადმოშლის ღრუბლების ზვირთებს,
რომ დაეშვება ფანტელი ციდან,
რომ ამოვუვსებთ სოროებს ვირთხებს
აი იქ ვიტყვი..ცხოვრება ღირდა..

ახლაც ვიხსენებ ძველებურ მითებს,
მაშინდელს,როცა გრძნობა ფრთებს შლიდა,
ოღონდ ეს გული ყველას გაგვითბეს,
საოცარია..ღიმილი მინდა..

ჩვენ ეს სიცოცხლე ისე დაგვითმეს,
რომ დაგვიტოვეს ყოველი წმინდა,
თუ აღარ დარჩა მტვერი ამ თითებს
მაშინ კი ვიტყვი..სიკვდილიც ღირდა..

(ავტორი:თათა გულიკაშვილი)

 

სიცრუე…

25 Feb

განა ასეთი რა შევცვალე რომ დავიბადე,
ყველაფერს,რასაც მიყვებოდნენ რატოა ფლიდი..
ასეთ უბადრუკ სამყაროში რად გავიზარდე,
მეკი სულელი..ტყუილის თქმას აუგად ვთვლიდი..

იქნებ ამიხსნათ ეს ყოველი რას დავაბრალო?!
თქვენ,ახალგაზრდავ,მიპასუხეთ,საით იჩქარით..
რა ბრძანებაა..რა მეყოფა..რა დავამთავრო..
წამით შეყონდით!სად მიდიხართ ასეთ სიჩქარით?!

მაშ თქვენ გამეცით,მიპასუხეთ პატივცემულო,
ახ..თქვენ თვალებშიც ვერ მიყურებთ?თავი დახარეთ?
ოხ,შენ,სამყაროვ!სიმართლის თქმას არ ღირსებულო,
შენმა შვილებმა ბოროტება უმალ გახარეთ..

დედა,შენ რატომ მატყუებდი როცა ამბობდი
ტყუილი ზიანს მოგაყენებს,სიმართლე თქვიო..
არ გახსოვს?ძლივს რომ დამამშვიდე როცა ვდარდობდი,
ბოროტი ხალხი მოიგინეს ამ ზღაპრებშიო..

რატომ გეგონა ვიტირებდი იმის გაგებით,
რომ თურმე ქვეყნად ბოროტება უფრო მეტია..
დე,დამიჯერე..გული მტკივა რომ ვიკარგებით,
მგონი ის სჯობდა გაგემხილა..თუნდაც მეტირა..

ახლა გულს სტკივა მოგონება..ტკბილი ზღაპრები..
რეალობა ხომ სულ სხვა,მძიმე ტვირტი ყოფილა,
მე აღარ ვიცი ამ სამყაროს ჩუმი ზრახვები,
ვაი.რომ ისიც ამ სიცრუის ფერით მოსილა..

(ავტორი: თათა გულიკაშვილი)

 

წვიმას გაჰყევი?

17 Feb

თოვლით დაიფარა ირგვლივ ყოველივე,
თოვლივით გაცივდი შენც…
მე კი მზე მინდოდა,სხივებს დავეძებდი,
ცოტა სითბოს ვთხოვდი ღმერთს..
ირგვლივ სიბნელეა,ცივი სამყაროა,
არსად აღარ ჩანხარ დღეს ,
თოვლს დაუფარავს შენი ნაკვალევი
ვეღარ გპოულობდა მზეც..
თვალზე ჩამომცვივდა მონატრების ცრემლი,
ადნობს მოყინულ გზებს..
ისევ ცრემლის კვალით თუკი  გიპოვნიდი
აღარ ვინატრებდი მზეს…
წვიმას ვნატრულობდი თოვლის დასადნობად
აი გაწვიმდა დღეს.
მაგრამ არა,არა..ვაი,მეკარგები…
წვიმას გაჰყევი შენც?

ავტორი:თათა გულიკაშვილი

 
 
24/0.258