შემოგვიერთდი Facebook-ზე


RSS
 

მუხრან მაჭავარიანი

გილოცავ!

20 Dec

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს…
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.

ახალი წელია…
თოვლიც გვესალმება…
თოვლიც გვესალმება ციდან…
- ცრემლები?!
- ცრემლებზე – ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა… Read the rest of this entry »

 

ქართველსა გულმა როგორ გამიძლოს

13 Dec

აღელდებაო ყანა ოქროსი ;
ჩუხჩუხა წყაროს შეიგრძნობს ღარი ;
წყლით დანაყრდება სამგორის მიწა ;
ღვარი გადათხრის ხვართქლას … ღიღილოს …
შენ გეკითხები ,
შენ გეკითხები ,
ერთი მითხარი :

ქართველსაა გულმა როგორ გამიძლოს ,-
ოდეს შვენება შენი ვიხილო ,
რომ გულიანად არ გავიღიმო …
რომ გულიანად არ მოვილხინო !..

მე ვხედავ ხორბალს …
მე ვხედავ ყურძენს !..
ჩარიგებულა
ლეღვ – ატამი აქეთ – იქითო …
მაშინ დავმიწდე ,-
დამეკრიფოს ხელები გულზე ,-
ხილი ვიხილო
და მებაღე თუ არ ვიკითხო .

 

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ

08 Dec

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!…
არა ერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!…
სად არის იგი? – ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, -
ათასში ერთი გამხდარა ღირსი!.

 

მე ისეთ ქართველს რა უთხრა !

04 Oct

მოსწავლეთა ზამთრით არდადეგებზე
ბაკურიანის პიონერთა ბანაკში მოვხდი :
იქ ვნახე ქართველი პიონერები , რომლებმაც
სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართულად .
ეს ჩემი ლექსი , ბავშვებო ,
არც შემოდგომას ეხება ,
არც სურათია ზამთრისა ,
არც გაზაფხულის შექება .
ეს ლექსი გახლავთ აუგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების ,

საუბედუროდ , რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან ,
ქართულად ხმას ვერ იღებენ ,
რუსულად – გაგიხარია !

რუსულის ცოდნა , იცოცხლე ,
საბრალორამ არი ,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლიურია მთავარი .

ენა არ გაწყენს არც ერთი ,
უნდა იცოდე რამდენიც ;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი !

მე ისეთ ქართველს რა უთხრა ,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს ,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას , კითხვას და ლაპარაკს .

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული ;
ვინც ვერც ხმას იღებს ქართულად ,
არც სხვისი ესმის ქართული .

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა – პაპანი –
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი ?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული ,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით ,

შენ აქ რა ღმერეთი გაგიწყრა ,
ვინ იყო შენი გამზრდელი ,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი ?!
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა ,
რა ვუთჩხრა ისეთ ამხანაგს ,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას კითხვას და ლაპარაკს .

 

დედა

20 Sep

როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

 
 
28/0.231