შემოგვიერთდი Facebook-ზე


RSS
 

გიორგი დვალი

იუმორესკა

27 Jan

თუნდ ამომგლიჯო მე ჩემი ენა-
მე მაინც გეტყვი !
და დამიშანთო ორივე თვალი-
მე მაინც გნახავ!
და თუ მომკვეთე მე ორთავ ფეხი-
მე მაინც მოვალ!
მე შენთან მოვალ,გეტყვი- “მიყვარხარ”
მე შენს ხატებას სულში ვინახავ.
………………………………………….
კიდევ კარგი-სხვა “არაფერზე” მიგიწვდა ხელი.

 

ქარი

26 Jan

ქარმა ფოთლები მტვრიდან აზვირთა,

მათთან ალერსით აებნა თავგზა,

მუსიკალურად ციდან აწვიმდათ

და ყველაფერი ველურ ვალსს გავდა.

თავებ დახრილი იდგნენ ალვები,

თითქოს მუქარით იქნევდნენ ტოტებს,

ქარმა მოსტაცა “ფოთოლა ქალები”

მათ შორის ქროდა და ქროლავდა ხოტბებს.

ხან ბნელ შესახვევს გაუყვებოდნენ,

ხან ლამპიონებს-კისკას შუქჩრდილში,

ფოთლები შრიალით ალვებზე უყვებოდნენ….

ქარი კი სიცილს მალავდა დუმილში,

რადგან ინათა ცის კაბადონზე,

ცა მოიწმინდა-მზემ იწყო აღგზნება,

ალვების დაცინვამ გული გაუპო,

დამწუხდრა,მიხვდა, რომ მალე ჩადგება.

 

სული-ბუნდოვანი,საუფლო

17 Dec

მძიმედ იშლება კარიბჭე მისი
და ინტერესი იმწუთშივ ქრება,
არცკი გინახავს და უკვე შიშიც
ვეღარ აკავებს ბუნდოვან საუფლოს…..
ათასი უცხოდ მზირალი თვალი
და ეს შენია…
ნათელი ჯვარი,სისხლით მოსვრილი ხმალი,
ესეც შენია..
შავი გული და გული შარავანდით
რომელიც მოკლეს-პირველი გაგაჩნია…
ენა გამცემლის ალაპარაკდე,ენას მართლის მთქმელს
დაღი ასვია…
სული-რომელსაც მოკვეთეს ფრთები
გული-რომელიც მოკლეს და გაშავდა
ხელ-რომელსაც უპყრია ხმალი
და კიდევ-ათასი უცხოდ მზირალი თვალი.
ეს არის ადამიანი? სასიხარულოდ……
რომელიც შობა ღმერთმა?
სასიხარულოდ ხან სამწუხაროდ;
სანამ გაერკვევი შენ-დაბერდები…
დრო არ იცდის-აქ სამწუხაროდ

 

ალექსანდრე ბარბაქაძეს ხსოვნას

08 Dec

როცა მოვკვდები-იტირებს “ქალი”,
იტირებს დედა;
არ იარსებებს სამოთხე ჩემთვის,
ვიქნები მარტო-საფლავის ერთა.
და რაც დამრჩება წუთისოფელში,
იქნება მხოლოდ ტანჯული გული;
მოკვდება მხოლოდ სხეული ბილწი
და არ მოკვდება არაფრით სული…..
შესანდობარის მადლით ავსბულს,
შევიგრძნობ სავსე ფიალის ნათელს,
ვიქმ სადღეგრძელოს-ღვთისგან არსებულს,
“მათთვის” ავანთებ სიცოცხლის სანთელს. Read the rest of this entry »

 

სევდის გამო

08 Dec

განცდა მაქვს თითქოს ობოლი ვიყო,
თითქოს რა მყავდეს ქვეყნად არავინ,
თითქოს და გაქრა -კარგი რაც იყო;
ეს გრძნობა მძაფრავს-გულშემზარავი.

კი ვაღიარებ ცოდვებს ჩადენილს,
მაგრამ სულისთვის ეს არა კმარა…
წარმიწყდა სული-როგორც განდეგილს,
მძიმედ ჩამოკრა განგების ზარმა…

არა არ ვწუწუნებ,უბრალოდ  მტკივა
გული-და სულიც თავისას ტირის,
ეს განცდა მბორკავს-ამიტომ მცივა,
უბრალოდ გამოვთქვამ ჩემს გულისტკივილს.

 

#####

08 Dec

სხვა პოეტების ლექსებს ვკითხულობ
- თვისას კი არა?
და ყოველ ლექსში, ყოველ სტრიქონში
შენ მელანდები.
ვნება აზვირთდა როგორც ტალღები
-დაიქცა ღვარად,
წამოიშალნენ,სულსი აჩქეფდნენ
სერენადები.
თავს დამტრიალებს ქარიშხალი
მონატრებისა,
სტრიქონს სტრიქონზე ვღეჭავ თითქოს
-ვნებას ვიოკებ;
სისხლი აყვიდრა,სისხლი
-ჯარი გორგასლებისა,
გრძნობად ვიღვრები, მაგრამ შენთვის
მაინც ვიომებ
…………………………………………………………………..
და როცა სხვები,ჩემი ლექსის სტრიქონს გაშლიან
-თვისას კი არა,
თავის სიყვარულს  ”იხილავენ”
-სხვისას კი არა?.

 

***

08 Dec

მე მენატრება შენი ღიმილი,
თმის ტევრი შენი დაუსაბამო,
ჩვენი ალერსი-სულთა ლივლივი,
შენი ტუჩები-ჩემი მალამო.
ოჰ მენატრება მე ის საღამო,
სად იყო ვნება-სეგობდა გული,
ვეტრფოდი მაგ შენს თაფლისფერ თვალებს,
მეჯლისს იწყებდა სხეულში სული.
კოცნიდა ბაგე ალისფეს ხალებს,
ნიაღვრად ვნების აჩქეფდა სისხლი
და ვით მობნეულ  ცაზე ვარსკვლევებს,
ვუმზერდი შენი თვალების ლიცლიცს.
მიყვარხარ-შენთვის მინდა ვიცოცხლო,
შენთვისვე მინდა სასწაული ვშვა,
მინდა დღემუდამ შენთვის ვილოცო ,
შენს იქით არ მსურს არც მზე და არც ცა.

 

გულის ნაფლეთებით

07 Dec

კვლავაც დაფეთებით,
გულის ნაფლეთებით,
გრძნობა გახელებით
შევძლებ შეგიყვარო…
მრვავალ ჭირნახული,
გული გალახული,
ვნების გაზაფხულით
იტყვის-შენი ვარო…
ისევ გაგიჟებით,
ბაგით ნაფიცები,
გრძნობის აფიშები
შენთვის აინთება…
შენგან ნაფერები,
გულის ნაფლეთები,
ვნების აფეთქებით
ისევ გაერთდდება!

 

***

06 Dec

როგორც სიმბოლო “სათნოებიასა”,
როგორც გრძნობათა უმჭკანარი კვირტი,
ქალი ოცნების იდგა ქარაფზე,
თვალებ ბრიალა და ძუძუსავსე.
ჩემგან შორს ქროდა მისი ზმანება ,
ველური გზები წელავდნენ მანძილს
მივხვდი,რომ მე ის დამელოდება
და გავედევნე ცადმცურავ მანდილს.
ქარმა მანდილი შორს გაიტაცა,
მეც მომატარა უღრანი გზები,
როცა მანდილი მკერდზე მეფინა
ქარაფებისკენ ავიღე გეზი.
ძალას და ვნებას მმატებდა ფიქრი,
ფეხქვეშ გავთელე ხრიოკი გზები,
ქარიშხალივით მივაწყდი  ქარაფს
-ჩემსკენ ილტვოდნენ  მთრთოლავი მხრები……
ჩამავალი მზით გაბრწყინებული
ორი სხეული გრძნობდა ერთმანეთს,
არარაობად იქცა მანძილი
-ქარს მოეტაცა ისევ მანდილი.

 

მომავალს, “ქართლის დედას”

06 Dec

მომავალს-ქართვლის დედა
ცოტა თუ დარჩა ერში,
ქართველი ქალი გნებავთ?
უცხო მხარეში ხვნეშის.
ახ მომავალიც გინდათ?
ნათელი სულის მკვეთი,
მანდილოსანი-წმინდა?
აგერ ბუჩქებში კვნესის.
მარტო ქალია საქმე?
გვერდში ვაჟკაცი უნდა,
ქართველი კაცის საქმე?
გალაჩრდა,მოტყდა,მოდუნდა…
და მომავალი თაობა?
რომ ასახელოს ერი,
ვასწავლოთ ქართველთ რაობა?
თუ ჩავიქნიოთ ხელი?….
გვიყვარდი ჩვენო სამშობლოვ
(ჯირითი უბელო ცხენზე)
ახლა კი გვქვია მონები,
“პატონებს” კვერცხს ვუწვავთ ხელზე.

 
 
24/0.226