RSS
 

გიორგი დვალი

შენ გარდაიცვალე ნ……………..

03 Nov

ჩემი სხეული გავს ნასულდგმულარს,
ვჭკნები უშენოდ…
ქარებს ლაღობა აღარ ეტყობათ,
ჰქრიან უვნებოდ…
ალბათ ცას მიწვდა ჩემი ძახილი,ჩუმი გოდება…
სიკვდილსა ვნატრობ–დაე მიწიონ ჩემმა ცოდვებმა…
წვიმა მოდის და მე არ მასველებს–ცრემლს ემონება.
…………………………………………………………………..
ნუთუ არ ესმის, ნუთუ ვერ ხედავს?–არ შემიძლია ყოფნა უშენოდ,
ღმერთის სიყვარულს ნუღარ მომკითხავთ,
ალბათ ღმერთია თვითონ უღმერთოდ.

 

♡♡♡

25 Jul

ბროწეულის ყვავილს,
რომ ქონდეს ტუჩები
-არაურჩები…

რომ ქონდეს ტანი,
ცვარ-ნამით გრილი
-მკერდაკოკრილი…

ქონდეს თვალები,
ღრმა და უძირო
-სულ რომ ვუცქირო…

რაც მთავარია ,
გული და სული
-ქონდეს “უსრული”.
…………………………​..

მაშინ შევთხოვდი “არსთა გამრიგეს”
-”მის გვერდით დამრგე ,ძმურად-გამიგე” !?

:D :D :D :D :D :D :D :D :D :D
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 

***

11 Apr

მითხრეს- შვრებიო მეტისმეტს,
თან გადაყევი როგორ!?
რომ ვღარ ამჩნევ სხვას-მის მეტს,
უხ ეგ გრძნეული გოგო !!!

მსგავსი ცვლილება შენი
არასდროს შეგვინიშნავს,
უკვე ამბობენ წყენით
-”სალმის არ გვაძლევს ნიშანს”.

აღარც სუფრასთან ილხენ,
უბანში არ ჭრი ბანქოს,
დარდსაც არავის გვიმხელ,
აღარც კადრულობ ნაქონს.

დილიდან სადღაც გაქრები
დაბორიალობ ღამე,
მოდი არ გინდა ზღაპრები,
ფაიზაღი თქვი რამე.
………………………
ძმებო ამ ციცქნა ქალმა
სულ ამირია გონი,
რამის დამფერფლოს ალმა,
გრძნობის იზრდება “ფსონი”.

“ეჭვი მაქვს”-მითხრა ღამით
აბაგუნებულ გულმა,
-”მგონი ამ გოგს სახით
შეგვიპყრო სიყვარულმა” !!!

 

ალტერ-ეგო…

11 Apr

გაცოფებთ ჩემი თმები?
მოუშვებ უფრო გრძლად…
ხასიათის შტრიხები,
შეცდომები? გაღიზიანებთ კვლავ?…
….გავაზვიადებ მათ!!!
შემდეგ კი თქვენი სარკაზმის ნაკადს
ჩემი გულგრილობით გავაშრობ და შევძლებ
-ვიყო იგივე,
მიუხედავათ ზიზღისა,
მიუხედავათ სირცხვილის
-თქვენ გეყვარებით, რადგან
ვარ ასეთი-ნამდვილი
და არა ცრუ.

 

შოთა ნიშნიანიძე

11 Apr

რომ მივედი იქ-სიგიჟის ზღვართან,
გავშტერდი და გაოცებით შევცბი,
ჭკვიანივით ზარს რომ ვრეკდი კართან,
გაიღო და…მომეგება ღმერთი.

შენ რა გინდა აქ უფალო?-ვკითხე
-სიგიჟისთვის ჩვენ არ გვემეტები,
მან კი კარზე მიმითითა მყისვე,
წავიკითხე-”მხოლოდ პოეტები”.

 

*********

11 Feb

თვით სიყვარულასაც გაჩნია ერთგვარი “განგება”,

განგება “შეუცნობი-ვითარცა ღვთისა.

გაცნობის დღიდან შენი სითბო ზედ გულზე მადნება,

განგებას მივუხვდი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა.

დეს უნდა გითხრა რატომ ვდუმდი ამდენი ხანი…

ან რატომ გავდა პაემანი უხერხულ სიზმარს….

ან რად მიპყრობდა შეხვედრისას ფიქრის კაეშანი….

ეს ყველაფერი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა.

პირქუში ღამე ჩემსნება-სურვილს თანდათან ნებდება,

გეტყვი იმასაც რომ ეს ღამე შენით თენდება,

რომ მე მაღელვებს ღამის დღისკენ ყოველი მიხვრა….

შენ შემიყვარდი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა .

 

დაჩის

10 Feb

რომ გაიზრდები,იქნებ არც ვიყო,
მაშ ახლა,ლექსად დაგიწერ “ანდერძს”…
ისე იცოდე-შენ ხარ “მამიკო”,
შენ ხარ ვის გამოც ვლოცულობ ამდენს.

იქნებ არც ვიყო,როცა პირველად,
მოგეჩვენება გზა სწავლის მწარედ,
ხოდა იცოდე-გზა გატკბილდება,
ცოდნა დაგიტკბობს “ცხოვრების არეს”.

შეგიყვარდება პირველად როცა
და ჩაეშვები მორევში ვნების,
გახსოვდეს,არ კმარა მარტოდენ კოცნა…
უდაო იქნება რჩევები დედის.

გამოიჩინე თავი სიკეთით,
არ გაერიო ავკაცობაში…
და ნუ იცხოვრებ მხოლოდ იმედით,
პირველი იყავ ძმაკაცომაში.

ისწავლე! გიყვარდეს! იჩხუბე…ოღონდაც,
ქართველის წმინდა ატარე სახელი,
უფალი “გიფარებს”,წმინდანთა ”კოლონაც”
და ვერ დაგჩაგრავს გზა-განსაცდელი.
………………………………………………..

ეს ისე, დავწერე სასხვათაშორისოდ,
ნუ შეშინდები,შენს გვერდით ვიქნები,
შენს ყოველ ნაბიჯს-დადგმულს შორიშორს,
მყარ ბურჯად,ხიდად შევეკიდები

 

სიტყვებით ზოგჯერ მახვილებს ვლესავთ

09 Feb

“ზოგჯერ ბუზისგან გაზრდიან სპილოს”,
თან “უპრაგონოს” გაძლევენ რჩევას,
შეედავები-ისკი კვლავ ცდილობს
კეთილგანწყობის ნიღაბის ქნევას.

ცუდზე თქვით -ცუდი… ან კარგზე -კარგი
(რა უბრალოა ზოგჯერ ეს სიბრძნე)…
და ნუ გგონიათ რჩევები მარგი,
რადგან თქვენ მოგწონთ იმათი “სიღრმე”.

მე ვგმობ “საქციელთ”-მათშორის ჩემსას,
აბრაამისა მეც არ ვარ ბატკანი,
სიტყვებით ზოგჯერ მახვილებს ვლესავთ,
ხშირად  კი დუმილით ვხდებით გამტანნი.

 

***

04 Feb

ვნებით დაზაფრული,
გული დაშაქრული,
ჩემი გაზაფხული
შენ ხარ.

თვალებმზიანი,
ბაგით ტკბილხმიანი,
მკერდმადლიანი
წევხარ.

შენით ვღელვდები,
მაისს რომ ედრები,
ღმერთს ვევედრები
შენთვის.

მაგ თვალთა კვესას,
ამბორით ლესავს
ჩემი ბაგე-შენსას
ერთვის.

შვილებით გავბევრდებით,
აროდეს გავბეზრდებით,
ერთად დავბერდებით
ტკბილად.

სიკვდილის გზამკვლევს,
ხალისით ავყვეთ,
ოღონდ კი გავყვეთ
წყვილად.

 

ზოგიერთს…..

04 Feb

მკვდარი სილამაზე ვის რად სჭირდება?
რატომ იტყუებს თავს ზოგიერთი?
მერე სვამთ კითხვებს,როცა გაჭირდება …
-ეს რა, არ იყო ის ერთადერთი?

მე გული მტკივა თუ მანდილოსანს
ღიმილით ჩუქნიან ხელოვნურ ყვავილს,
იცით ეს ყალბია და უსულგულო,
წააგავს სხეულის ბიწიერ წადილს.

როცა გრძნობაა და სიყვარული,
როცა ვნებაა ცად-ფრთაშესხმული,
ზურგსუკან იმალება მინდვრის თაიგული,
მთრთოლავ გულებთან შეხამებული.

 
 
23/0.276