RSS
 

დათო აფხაზავა

***

21 Jan

მეუდაბნოე ბერების დარად,
ვარ გარიყული როგორც ტუსაღი.
მათხოვრად მოვალ მე შენთან კარად,
ყველაფრის მერე დავრჩი თუ საღი.

თუ ტელეფონის დარეკა ზარმა,
და ლექსად გითხრა ვიღაცამ რამე.
ანდა სანთელი ჩაგიქრო ქარმა,
ეს მე ვიქნები მასავით მავნე.

თუ გაგაღვიძებს ღამით სიმღერა,
და დაინახავ ანთებულ ჯამებს.
მიხვდები მდგარი ფარდების მიღმა,
ეს შენ გჩუქნიან ამ ლამაზ წამებს.

ფოსტალიონი მოგიტანს წერილს,
და შენს კარებთან ჭკნება ვარდები.
თუკი პასუხი მასზე არ მელის,
დეპრესიაში მე ჩავვარდები.

მოდიან ჯარად და უსირცხვილოდ,
ესემსები, იმეილები.
ჩემი გახდები შენ უსიკვდილოდ,
ადრე თუ გვიან ხომ დაიღლები.

ნიუ იორკი, 6/3/2011

 

***

10 Jan

ჩვენ გვესეოდა მტერი ჩათლახი,
და ვერ გვაწამა თავის ალახი.
ბრძოლა მოვიგეთ და იყო ახი,
რას ნიშნავს მეფედ “პატარა კახი”.

დღეს ვგავართ თოვლში გაყინულ ფუტკრებს,
თითქოს ზამთარში სკაა დაშლილი.
დგას რუსის დათვი თავზე გვაფურთხებს,
გვყავს პრეზიდენტად ….

აღმოსავლეთი უცქერდა ხარბათ,
ლუკმას ჩავარდნილს რუსეთის პირში.
ყველაფერ ამას წინ უდგას ალბათ,
ისტორიულად მუსლიმის შიში. Read the rest of this entry »

 

***

30 Dec

მე დავბრუნდები ისევ,
რომ შენ მიპოვნო კარგო.
და ჩაგეხუტო ისე,
რომ შენში დავიკარგო.

დათო აფხაზავა
ბერლინი 20.12.2010

 

***

16 Dec

ის მიდიოდა ნელა,
წყალივით გზების ღარვით.
ხან უჩქარებდა ნაბიჯს,
და არ ეძინა ღამით.

სულ მხოლოდ ერთი წამით,
თუ ჩერდებოდა სადმე.
დგას შეჭმუხნული წარბით,
არ წაუვიდა საქმე.

ის მიმათრევდა ზურგით,
და არ მტოვებდა არსად.
არ მეშინოდა მისი,
ვიგდებდი ხოლმე მასხრად. Read the rest of this entry »

 

***

08 Dec

მალე შეგხვდები,
და მხურვალედ ჩაგეხუტები.
უშენობის დარდს,
გამიქარვებს ტკბილი წუთები.
გულში ჩაგიკრავ,
მონატრებულს მოგეფერები.
და ნაზ ლოყაზე,
გეჩხვლიტება ჩემი წვერები.
შენი თვალები,
სიყვარულის მტკნარი ზღვებია.
ჩვენი გულები,
ლამის ერთ-ურთს შერწმით სწვდებიან.
შენს ტკბილ ტუჩებზე,
ნეტარებით დავეკონები.
და სიყვარულის,
გრძნობას ძალით დავემონები. Read the rest of this entry »

 

რად მიყვარს ძილი

08 Dec

ოფლად ვიღვრები შეპყრობილი, ვღელავ და ვკრთები,
როს მეზმანება ზურგმაგარი რაჭული მთები.

კლდის ქარაფები, ჩანჩქერები და ის სურნელი,
ვაწყდები არეს, როგორც გიჟი და ვით სულელი.

უცებ კოსმოსში გადამისვრის ჩემი გონება,
და იქ ჩამესმის ვარსკვლავების ჩუმი გოდება.

ეგზომი ნატვრა იმ მხარისა მშვენების წვდომის,
თუნდ სულის სახით და სურვილი მსწრაფლადა კვდომის.

კვლავ ვუბრუნდები მშობელ მხარეს, შევდივარ ტყეში,
თოფში მაქვს ვაზნა, მომარჯვებით მიჭირავს ხელში.

წინ ჰქრის მწევარი, არეს სუნავს და ეძებს ნადირს,
იპოვნის კიდეც, გამორეკავს, აიხდენს წადილს.

მე თოფს ვუმიზნებ, გამოკვრაღა მჭირდება თითის,
ვგრძნობ გულზე ძალას, დაწოლილი ვეება ტვირთის. Read the rest of this entry »

 

ამოძახილი

07 Dec

რად დააბნელეთ მზე?!
ვიცი არ არის ღამე!
რატომ კაიფობთ ჩემზე?!
ვერ დავამუღამე!

რატომღა მიგებთ ციხეს?!
თავზე დამადგით კლდე!
სწორედ ეს მაფსიხებს,
რომ უნდა დაგაკლდე!

არ ვცნობ თქვენს ნათქვამს,
ვერ დავიკიდე!
და გათხრილ საფლავს,
უნდა დავაკვდე! Read the rest of this entry »

 

***

28 Nov

როგორც საომრად მტერი,
ისე თოვს ირგვლივ მტვერი.
მე მას დავითვლი, როგორც ვარკვლავებს,
რადიაცია ვერ შემაკავებს.
მე ვსუნთქავ სამშობლოს მტვერს,
და ბუდეს ვუკეთებ მტრედს.
თითებზე გადამძვრა ტყავი,
იქ კი ჩასახლდება ყვავი.
ნუ დამიმალავ ცაო ვარსკვლავებს,
და ნუ შემოხვევ მათ ღრუბლის მკლავებს.
თავზე დამასხით ცხელი სინათლე,
ღმერთი ვიწამე და მოვინათლე.
შხამი ჩამისხით მოწამლულ თასში,
ის მე შემხვდება თუნდ ერთი ასში.
შუშის თვალები ჩამიქვრა ზომბის,
და მესმის სუნი ატომურ ბომბის. Read the rest of this entry »

 

მეეტლევ ცხენებს ნუ ერეკები

24 Nov

ბებერ მათხოვარს, ლოთსა და პოეტს,
ომის ინვალიდს, გულში აქვს ტყვია.
მაგას სიკვდილიც ვერ ეკარება,
არც ცოცხალი და არც მკვდარი ჰქვია.
ავადმყოფობა უდროო დროს წამოეპარა,
ამჯერად შვება, მოვა ალბათ-აბა რას იზამს.
არავინ მოდის მის სანახავად.
ირგვლივ არავინ მოიპოვება,
ვინც ამ სახლიდან კუბოს გაზიდავს,
დასამარხავად.
შენ იწყებ ცხოვრებას, ხანდახან ახლიდან,
მაგრამ ოდესმე, ბოლო შანსი დაგრჩება ამის.
ღირს გახსენება განვლილ ცხოვრების,
ყოველი წამის, ყოველი წამის.
მესმოდა მისგან სიტყვები მწარე,
გულზე მომაწვა, ავტირდი ლამის.
მითხარი რამე, მითხარი რამე.
მან კი სიმღერით სიკვდილი სცადა,
ვიდექ სარკმელთან წვიმაში ღამით.
აღევლინება ეს სული ცადა.
“მეეტლევ ცხენებს ნუ ერეკები,
მე აწი არსად არ მეჩქარება,
მე აწი არვინ არ მელოდება,
მე აწი არვინ არ მეყვარება.”
მღეროდა ბნელში, ხრინწიანი ხმით,
და იხსნებოდა სისხლში არაყი.
გაემგზავრება სადღაც დიდი ხნით,
როგორც ყოველთვის ისე ამაყი.
მითხარ ბებერო ბოლო სურვილი,
რა შემიძლია შენთვის რომა ვქნა?
მას აღარ ახრჩობს არყის წყურვილი,
სურდა კია და რაღაც ვერა თქვა.
ალბათ დამარხვას მთხოვდა მიწაში,
ვეღარ გაიგო, თუ მივხვდი ნათქვამს.
მე კი ვტიროდი ღამით წვიმაში,
და მისთვის ვთხრიდი გორაზე საფლავს.
დათო აფხაზავა,  ჰანოვერი 2009

 

ადამიანები წააგავენ ასანთის ღერებს

30 Jul

ადამიანები წააგავენ ასანთის ღერებს,
რომლებიც ერთიანდებიან და ქმნიან ერებს.
შემდეგ ომობენ ამაოდ ირჯებიან,
ხოლო საბოლოოდ დაწვით ისჯებიან.

დათო აფხაზავა

 
 
23/0.220