leqsebi logo
RSS
 

Archive for the ‘ნიკა ჩერქეზიშვილი’ Category

მოდი

20 Apr

წვიმა როგორ მოვა – ცაა ცარიელი!
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.
მინდა მოვიშორო ხორცი – ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს – დამაწყდება.
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად
გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა.
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი,
ჩამეხუტე.

 

მისი თითები

20 Apr

ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია.
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,
ვხვდები,
თუ დავეცი – ყელსაც გამომჭრიან.

მაგრამ არაფერი, სხვა რამ მედარდება,
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე,
დღეში თითო დარდი მაინც მემატება,
ყელში ამოვიდა,
ჰოდა, დავიჯერე,

რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა –
ჩემთვის –
მხოლოდ მისი თბილი თითებია,
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან. Read the rest of this entry »

 

ჩემი მაჯებიდან

13 Apr

რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ.
ისევ მენატრება შენი სიახლოვე.
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით.
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო ისე მეტირება.
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე.
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
Read the rest of this entry »