RSS
 

ლექსები სიყვარულზე

ქალთან ნანატრი ღამე…

21 Jan

რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’

ვერონიკა სალაღაია

 

შენ გარდაიცვალე ნ……………..

03 Nov

ჩემი სხეული გავს ნასულდგმულარს,
ვჭკნები უშენოდ…
ქარებს ლაღობა აღარ ეტყობათ,
ჰქრიან უვნებოდ…
ალბათ ცას მიწვდა ჩემი ძახილი,ჩუმი გოდება…
სიკვდილსა ვნატრობ–დაე მიწიონ ჩემმა ცოდვებმა…
წვიმა მოდის და მე არ მასველებს–ცრემლს ემონება.
…………………………………………………………………..
ნუთუ არ ესმის, ნუთუ ვერ ხედავს?–არ შემიძლია ყოფნა უშენოდ,
ღმერთის სიყვარულს ნუღარ მომკითხავთ,
ალბათ ღმერთია თვითონ უღმერთოდ.

 

მე მეფიქრებით

25 Jul

თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!

ავტორი: გიორგი ბოგველი

 

თვალებს იქეთ…

25 Jul

არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ჩემთვის ვინ ხარ?
ალბათ მისტირი ჯერ ისევ წარსულს,
და სიმთვრალეში დასმული კითხვა…
ნუ შეწუხდები არ ვითხოვ პასუხს.

სტოპა ჩილინგარაშვილი

 

♡♡♡

25 Jul

ბროწეულის ყვავილს,
რომ ქონდეს ტუჩები
-არაურჩები…

რომ ქონდეს ტანი,
ცვარ-ნამით გრილი
-მკერდაკოკრილი…

ქონდეს თვალები,
ღრმა და უძირო
-სულ რომ ვუცქირო…

რაც მთავარია ,
გული და სული
-ქონდეს “უსრული”.
…………………………​..

მაშინ შევთხოვდი “არსთა გამრიგეს”
-”მის გვერდით დამრგე ,ძმურად-გამიგე” !?

:D :D :D :D :D :D :D :D :D :D
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 

მე რომ შემეძლოს

23 May

მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის გამორჩეული,
რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ვიყო,
რომ მაგ სხეულის ყველა ნაკვთი ჩემსკენ იწევდეს
და მონატრებისგან ატირებულები
დილის მინდორივით იცვარებოდნენ.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის უნაკლო. Read the rest of this entry »

 

***

11 Apr

მითხრეს- შვრებიო მეტისმეტს,
თან გადაყევი როგორ!?
რომ ვღარ ამჩნევ სხვას-მის მეტს,
უხ ეგ გრძნეული გოგო !!!

მსგავსი ცვლილება შენი
არასდროს შეგვინიშნავს,
უკვე ამბობენ წყენით
-”სალმის არ გვაძლევს ნიშანს”.

აღარც სუფრასთან ილხენ,
უბანში არ ჭრი ბანქოს,
დარდსაც არავის გვიმხელ,
აღარც კადრულობ ნაქონს.

დილიდან სადღაც გაქრები
დაბორიალობ ღამე,
მოდი არ გინდა ზღაპრები,
ფაიზაღი თქვი რამე.
………………………
ძმებო ამ ციცქნა ქალმა
სულ ამირია გონი,
რამის დამფერფლოს ალმა,
გრძნობის იზრდება “ფსონი”.

“ეჭვი მაქვს”-მითხრა ღამით
აბაგუნებულ გულმა,
-”მგონი ამ გოგს სახით
შეგვიპყრო სიყვარულმა” !!!

 

ცხოვრებისეული განტოლება

11 Apr

მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…

ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი…
ეკლიან გზაზე ბევრი გვქონდა ალბათ შეცდომა
და სიკისკასეც მრავლად ვნახეთ თოთო ბავშვივით…

მერე რა მოხდა?
რით დასრულდა ძველი ნოველა?
ჩვენს განტოლებას ვერ ვუპოვნეთ ვერც ერთი ფესვი…

მიხეილ სამხარაძე
[06.02.2007]

 

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს

21 Mar

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…

[მიხეილ სამხარაძე]

[30.08.08]

 

***

21 Mar

რა მშვენიერი დღეები იყო,
იწერებოდა წიგნებში ბედი,
ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს,
მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.

რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა,
რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე,
რა კარგი იყო რომ წლების წინათ,
ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.

რა მშვენიერი დღეები მაწვიმს,
რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა,
რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი,
შენი გაცნობის პირველი დღიდან.

ნუგო გვენეტაძე

 
 
33/0.235