RSS
 

ლექსები დედაზე

***

21 Mar

დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
უფრო ლამაზი ჩანხარ,
ბედნიერი ვარ შენით,
მუდამ ჩემს გულში მყავხარ…
ბევრჯერ გატკინე გული,
ცრემლიც გადინე მე და-
თუ გაწყენინე რამე-
გთხოვ,მაპატიე დედა.
ხარ ჩემი საფიცარი,
მზის სხივზე უფრო თბილო,
დღეს სულ სხვა ხმაზე მესმის
შენი ნათქვამი  ” შვილო”…
ჩემთვის ხარ უფრო ტკბილი,
შენს ამაგს უფრო ვხედავ,
დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
დღეს,როცა მეც ვარ დედა…..

(მარიამ მოგელაშვილი. 3.03.2011)

 

დედას

18 Feb

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.

შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.

უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.

 

***

18 Feb

ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე,
განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია,
ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს,
რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.

იყო დროება მხნედ რომ იყავი,
სიბერე უცებ შემოგპარვია,
გაგთეთრებია თმები ძვირფასო,
და გულზე ცეცხლი შემოგდებია.

წარსულის დღეებს რომ გაიხსენებ,
ჩუმად ცრემლები თვალს დაგდენია,
გულით იყავი ძლიერი კარგო,
და ეგ სიბერე არაფერია.

ავტორი: ნინო გრიგალაშვილი

 

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს დედა ?

10 Feb

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ?
მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცულობ
ჩემზედ ამოგდის მზეცა და მთვარეც
მე მიმღერ ღამით ნაზი ტკბილი ხმით
მე მინთებ სანთელს და ცრემლითვე აქრობ
ეხლა მივხვდი ვის ატანშენს ლოცვას ძლიერს.

ავტორი: დიმიტრი ამილახვარი

 

დედას

18 Jan

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
ვერაფრით შევძლებ შენს წინაშე ვალის გადახდას,
რა გამაჩნია ამ უცოდველ ლექსების გარდა?!
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი!..

.

თემურ დავითაძე

 

დედას

10 Jan

მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…

მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…

მახსოვს გვერდით რომ აღარ მყავდი
და შენი სითბო მენატრებოდა
მაშინ შენს პერანგს ჩავიხუტებდი
და ჩემი გულიც დამშვიდდებოდა…

გიორგი გელაზონია

 

დედას

31 Dec

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ
მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…
ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან…
ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალთან ერთად….
თუ გაწყენინე შენდობას ვითხოვ არ ვმალავ ამას,
ვიბედნიერებ ალბათ, თუ დაგიფასებ ამაგს.
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ!

ლიკა კურატიშვილი

 

„დედა“

16 Dec

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში
მე არ მესმოდა შენი ცრემლების
რადგან ვიყავი პატარა ბავშვი
შენ მიხუტებდი უმალვე გულში
და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში
გავიზარდე და უმალ ვისწავლე
ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი
ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი
შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი
უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი
და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას
უმამოდ გვზარდე ჩვენ ორი მაშინ
როცა გიჭირდა ყველაზე მეტად
და ამავე დროს გულით ატარე
ის სიყვარული რამაც გაგწირა Read the rest of this entry »

 

***

10 Dec

ახლა გამახსენდა პატარაობა
როცა გავიგე დედის რაობა
ისიც გამახსენდა როგორ იტირე
როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი
…………………………………………………………….
შენი სილის გაწნა ეხლა ტკბილად მახსოვს
შენი ცრემლებია გულში ხმალს რომ მარჭობს
დედა! მაპატიე ჩემი შეცოდება
მე ჩემი თავი ძლიერ მეცოდება
ეხლა რომ დავინახო მე შენი ცრემლები
ალბათ თვითმკვლელობას მეორედ ვეცდებიდაგა
ჩემთვის შენ ყველაზე წმინდა სანთელი ხარ
ეხლა ვხვდებირომ ძლიერ მყვარებიხარ

 

შალის წინდები

08 Dec

შენ დარე გქვია.
დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.
მე – შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!
მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,
მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.
მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,
სულ სხვანაირად… სხვანაირად თბილოდა მაშინ
ჩვენს სახლში… მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ
იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.
არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს
სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,
მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,
როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე
და გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება). Read the rest of this entry »

 
 
41/0.286