RSS
 

სადღეგრძელოები ლექსად

***

15 Feb

მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში
მადლობელი ვარ ამ სამოთხის,მიწის,ზეცისა.
მშვენიერების წალკოტს ეყრები მთასა თუ ბარში
შემყვარებია ყველაფერი ჩემი ქვეყნისა.
მე წვიმაც მიყვარს უეცრად მაშვრალს რომ დაგასველებს,
ის ნათელი მზე წვიმის მერე გულს რომ გაგითბობს.
მე აქაური მიყვარს ჭექაც,მიყვარს ქუხილი
ყურში ჩამესმის გმირი ვაჟის დედის წუხილი.
მიმდევარი ვარ ჩემი წესის ადათის ძველის
მოტრფიალე ვარ ჩემი ქვეყნის ამაყი გერბის
მე ქართველი ვარ ქრისტიანი რა უნდა მსურდეს
მე აქაური ისიც მიყვარს რაც უნდა გძულდეს.
სისხლით ხორცამდე,სულით გულამდე
მე მოწამე ვარ მაღალი ღმერთის,
შემინდობთ ალბათ კერპიც მყავს ერთი
მე სიკვდილამდე სამშობლოს ვეტრფი.

 

***

14 Feb

ბევრი გვინახავს, დიდ ქართველობას, რომ იჩემებენ
საქართველოზე სადღეგრძელოებს ამბობენ,
ხმით აქებენ და ადიდებენ,
ფიქრში, კი ამდენადვე ზრახავენ და ამცირებენ.
დღისით აცვიათ ქართული ჩოხა,
ღამით ამ ჩოხას ფეხქვეშ თელავენ,
მეორე დღეს ისევ, ქედმაღლურად ქართველობენ.
დიდ ქართველობას არ ნიშნავს მხოლოდ
მეტყველება ქართულად, ქართულად ლოცვა, ქართულად წერა,
სიყვარული შენი ქვეყნის, ქალაქის , სოფლის
ჩოხის ტარება, ღვინოს დალევა, სადღეგრძელოს თქმა
საქართველოზე, ლექსის დაწერა.
ცალკცალკე ამას, ახერხებს ყველა.
დიდ ქართველობას არ ნიშნავს მხოლოდ
ბრძოლის უნარი, გაბედულება, ან უდრეკობა.
სიამაყე, გულუხვობა, გულკეთილობა,
შვილებზე ზრუნვა და წინაპრების პატივისცემა.
ცალკცალკე ამას, ასე თუ ისე ახერხებს ყველა
იტალიელი, ფრანგი, ჩინელი, სომეხი, რუსიც
ქართველობა, კი გულისხმობს ყველაფერ ამას
ერთად შეკრებილს, შერეულს, შერწყმულს
ჩვენს სისხლში, ჩვენს ფიქრში აღრეულს ერთად
და ჩვენს ქცევაში გამოხატულს, ნამდვილ ხასიათს,
დიდ ქართველობას გაუმარჯოს!
საკუთარის დამცირება და ფეხქვეშ გათელვა
უცხოსკენ ლტოლვა, მისი განდიდება.
არ მიმაჩნია ქართველობად, მომკალით თუნდაც.
ბრძოლისუნარი, გაბედულება და უდრეკობა
გამოწვეული სიძულვილით, სისასტიკედ გადაქცეული.
გულკეთილობა, სიამაყის და გაბედულების გარეშე
არ მიმაჩნია ვაჟკაცობად, მომკალით თუნდაც.
სიამაყეს, თავმდაბლობის და კეთილშობილების გარეშე, კი
უზნეობა ქვია.
საქართველოზე ლექსის წაკითხვისას,
წინაპრების ყოველი გახსენებისას,
ქართველის, თუნდაც უცნობის გამარჯვებისას, ან
შენი ძმაკაცის წარმატებისას
შენს თვალზე მომდგარ სიამაყის ცრემლს და
აჩუყებულ გულს გაუმარჯოს.
გაუმარჯოს ამ ქართველობას ,
ჭეშმარიტ ქართულ სულს და შეგნებას!

 

არდავიწყება..

10 Feb

კიდევ ათასჯერ გამოიდარებს,
ცა დაიღვრება ცრემლად და თოვლად..
კიდევ ამოვა ვარდი,გვირილა
მაგრამ ვაი,რომ ჩვენ აღარ მოვალთ..
კვლავ დაამშვენებს ცას ცისარტყელა,
ვარსკვლავებს,მთვარეს კიდევ იხილავთ,
კვლავ გაგვაღვიძებს დილის მზის სხივი,
მაგრამ ვაი,რომ მე ვერ მიხილავთ..
უსიცოცხლობა გაგვიჭირდება,
გულს ეშინია გადავიწყების,
მოდით ,ავიღოთ ხელში ფიალა
ერთად დავლიოთ არდავიწყების..
მოდით ავავსოთ თასი ცრემლებით,
კვლავ გავიხსენოთ წესი ბუნების,
მოდით,წამოვდგეთ ყველანი ფეხზე
და ერთად შევსვათ არდაბრუნების..

(ავტორი:თათა გულიკაშვილი)

 

***

04 Feb

ქალი  ეულია,თუმცა  რჩეულია,
მხოლოდ  სხეულია?
ქალი  გრძნეულია…
ფიქრად  ქცეულია,
სითბოდ  ქცეულია,
ძალად  ქცეულია,
შენად ქცეულია…
მაინც  ეულია.

Darkden – ეს ლექსი სპეციალურად თქვენთვის დავდე და შეგიძლიათ ,სათაური თქვენ შეურჩიოთ… (ა.დ)

 

მეგობრობისა

22 Nov

მაშ გაუმარჯოს მეგობრობას,
გულო ფრთიანდი!!!
მარადი იყოს მეგობრობის
დროშა-დიადი.
შენ გაგვიმარჯვე,დაგვილოცე,
ამინ !უფალო,
მგობრის “ხატი” ,
გული გულთან,სული სულთანო.

 

პატარა კახი

04 Nov

ცრემლით ნამღერი ცხელი ლექსი ვარ,
სტრიქონი სისხლით დამიწერია,
უკვდავი მოდგმის დიდი ფესვი ვარ,
გადაშენება არ მიწერია.
ვარ შენი შვილი, შენი პაატა,
მსჯან ახალი შაჰინ–შაჰები,
კვლავ შენთვის ბრძოლა მიჩანს ტაატად,
ვერ მოვიხდინე კვლავ არტახები.
ვერა მცნობ? ცოტნე დადიანი ვარ,
თაფლწასმული და წარბშეუხრელი,
ისევა ვცოცხლობ, განა მკვდარი ვარ,
კვლავ ქედზე მადგას შენი უღელი.
ბერი თევდორე გახლავარ შენი,
ამიცდენია ურდო გზებისთვის,
ისევ მაწამებს ვერაგი მტერი,
სიყვარულის და ერთგულებისთვის.
ვერას მაკლებდა შავი მორევი,
თურმე ქუდბედი თან დამყოლოდა,
ქვეყნად ვინ იყო ჩემი მომრევი,
მე შადიმანი რომ არ მყოლოდა.
პატარა კახი მოვედი შენი,
მკერდ მჯიღს იცემენ ჩემი ლეკვები,
მე სხვანაირი ჯურის კაცი ვარ,
მე ნასუფრალით არ ვიკვებები.

ლევან სუტიძე

 

საქართველოს სადღეგრძელო

18 Oct

ფლის კურთხევით დავლოცოთ
იალით საქართველო ,
მ ჩვენს პატარა ქვეყანას
ანგრით მივართვათ ლელო.
დითგან მისი მშვენებით
ური ახრჩობდა მტერს,
ს ჩემი ქვეყნის ველები
ონს უბნელებდა სხვებს.
აი, რომ საქართველოთი
წვოდა ჩვენი გული,
უთისოფელს გვიმწარებდა
ოველი უცხო რჯული.
ხ, საქართველოვ
ომი იყავ ჩვენი მარადის,
სე ღმერთს შევსთხოვ კიდევ გნახოთ
იკოფსიიდან დარუბანდამდის.

 

სადღეგრძელო

12 Aug

აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
დაასხით ღვინო!
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო!
ჩემი კახეთი;
ჩემი შილდა;
ჩემი ხუბერა.
ყმაწვილკაცობის,
იორღობის,
წლებმა უბერა.
ძველი შუამთა,
ალავერდი,
ჩემი თელავი.
წითელი კაბით ერთი გოგო,
გრძნობის მთელავი.
თვალებს ამშვიდებს,
გულს აჩქროლებს,
ალაზნის ველი.
მარტის გაზაფხულს
ნადიკვრიდან
მე ისევ ველი.
მოიტათ ჭიქა,
რომ კახეთის სადღეგრძელო
შევსვა,
დავლიო,
წუთისოფელი სიყვარულით
მთვრალმა გავლიო.
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
მომეცით ყანწი,
ამ ცხოვრების სადღეგრძელო
მინდა დავლიო!

 
 
35/0.224