leqsebi logo
RSS
 

Archive for the ‘ანა კალანდაძე’ Category

შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში

24 Sep

მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!

შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა…
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, – წელს არ მოვიდა მეძღვნე…

რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს… სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი…
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!.. Read the rest of this entry »