leqsebi logo
RSS
 

Archive for the ‘ნუკრი ბარათელი’ Category

რომ შემეძლოს

23 Apr

ახლა მოვკვდებოდი… (ბევრჯერ დამიწუნეს
წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება)
გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს, –
ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების…

მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,
ღიმილს – მაისის ქარს, – ხეებს დაურიგოს.
სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან…
დები იტირებენ ალბათ “ძამულიკოს”.

მერე დაიწყება წლები დავიწყების,
ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს…
ძვლები გათეთრდება, – დედის საფიცრები,
მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც. Read the rest of this entry »

 

დედა მაპატიებს

23 Apr

შენ და საკუთარ თავს ერთად დაგცილდებით,
ცაზე დაგიტოვებ წითელ ნაფეხურებს…
მარტი ”მივულოცე” დედას სამძიმრებით,
წუხელ ტკივილიან სიზმრად გავეხურე.

თოვს და ყველაფერი შავად მეჩვენება,
(დარდმა გამომიკრა მაგრად აპეური.)
ვხედავ ნეგატივებს… და ეს შეჩვენებაც
ვფიქრობ,ლოცვებია თოვლში გარეული.

ვიღაც მკითხულობს და ისე ბოღმიანობს,
ახლა ჯანდაბისკენ ნაღდად ავუხვევდი!
სისხლი ძარღვებიდან ისე მოხმიანობს,
გულო,არ მგონია დიდხანს აუხვიდე. Read the rest of this entry »