leqsebi logo
RSS
 

მე მზად ვარ

20 Apr

მე მზად ვარ,
რომ ქარებს სიდინჯე შევმატო,
რომ დილა დავიცვა სიგარის კვამლისგან.
მე მზად ვარ,
რომ ზეცა ცის-ფერით შევამკო,
გიყურო უხმოდ და
ისიც კი არ გითხრა
რა არის ფიქრები
დარდიდან სევდამდე,
რა არის მანძლი
შენიდან ჩემამდე.
მე მზად ვარ
დავხატო მიწაზე მინდორი
მოვფანტო მინორი
გვირილად ველადვე..
მე მზად ვარ
წავიდე ამაყად ყველასგან,
თუმც ვიცი
მომიწევს დაცემა მოწყვეტით,
პოეტებს ოცნება ფურცლებად ელაგათ
ძველისძველ თაროზე
წითელი კოცნებით..
მე მზად ვარ
რომ ქარებს სიდინჯე შევმატო,
რომ დილა დავიცვა სიგარის კვამლისგან.
მე მზად ვარ,
რომ ზეცა ცის-ფერით შევამკო,
გიყურო უხმოდ და
„ნუ წახვალ“ არ გითხრა..

 
კომენტარები

Posted in თათია გულიკაშვილი